ჩვენ
შესახებ

Actionmen არის სამშენებლო სფეროში მოღვაწე მაღალკვალიფიციური და ამავდროულად მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი.

გარდა იმისა, რომ თითოეული ჩვენი სამუშაოს შესრულება ხდება ევროპული სტანდარტების მოთხოვნების სრული დაცვით და არა უბრალოდ რომელიმე ადამიანის შეხედულებებით, დამატებით, პროექტის მთელი ციკლის განმავლობაში, ჩვენი პერსონალის მიერ მიმდინარეობს სამუშაოების ხარისხის შემოწმება, ხარჯების, რისკებისა და დროის ანალიზი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეული ჩვენი პროექტი დასრულდეს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, ხარჯებით და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.

ჩვენი უპირატესობებია:

  • ევროპული სტანდარტების ცოდნა და მათი აბსოლუტური გათვალისწინება სამუშაოების შესრულების დროს
  • პროფესიონალი, მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი და ამავდროულად მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული სპეციალისტები
  • ხარისხის, დროისა და ხარჯების მენეჯმენტისა და კონტროლის დამოუკიდებელი გუნდი
  • დამკვეთის მუდმივი ინფორმირებულობა, თუმცა მინიმალური ჩართულობა სამუშაოების წარმოებისას
  • თანამედროვე თბო, ხმისა და ჰიდროსაიზოლაციო გადაწყვეტების ცოდნა, რაც თქვენს სივრცეს მეტად ფუნქციონალურსა და გამორჩეულს გახდის
  • სამუშაოების წარმოებისას ფარული სამუშაოების აქტების წარმოება და პროგრესის ამსახველი ფოტო დოკუმენტირება
  • სამუშაოების შესრულების გარანტია
მთლიანი სარემონტო ფართი 2

რემონტის კალკულატორი

რემონტის ღირებულება 1 მ2

0

ჯამი

0

ჩვენთან
თანამშრომლობა

ხარჯთაღრიცხვა ხარჯთაღრიცხვა
შესრულების<br>გრაფიკი შესრულების
გრაფიკი
კონტრაქტის გაფორმებამდე თქვენ არანაირი ვალდებულება<br>არ გეკისრებათ ჩვენ მიმართ კონტრაქტის გაფორმებამდე თქვენ არანაირი ვალდებულება
არ გეკისრებათ ჩვენ მიმართ
ხელშეკრულება ხელშეკრულება
ბინა ვარკეთილში ბინა ვარკეთილში ბინა ვარკეთილში ბინა ვარკეთილში ბინა ვარკეთილში ბინა ვარკეთილში ბინა ვარკეთილში ბინა ვარკეთილში ბინა ვარკეთილში ბინა ვარკეთილში

პროექტები

დასახელება ბინა ვარკეთილში
წელი 2018
ადგილმდებარეობა ი. სუხიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
დამკვეთი ფიზიკური პირი
შენობის ფართობი 51 კვ.მ
სტატუსი დასრულებული

ხშირად დასმული კითხვები

1.რა ჯდება კვადრატული?

ფასები განსხვავდება კვადრატულობისა და მდგომარეობის მიხედვით.თუმცა შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებსაიტს actionmen.ge და ჩვენი კალკულატორი დაგითვლით ღირებულებას მას შემდეგ რაც მიუთითებთ მოცულობას და შავ/თეთრკარკასს.

2. თქვენთან თანამშრომლობისას რა დროის დახარჯვა მომიწევს ?

დამკვეთის ჩართულობა პროექტში: 3 ჯერ 2–2 საათით მოსაპირკეთებელი მასალების ვიზუალის ასარჩევად.

3. დეტალური ხარჯთაღრიცხვა რა დაჯდება თქვენთან ?

- ხარჯთაღრიცხვის გაკეთება ჩვენთან უფასოა. მოგვაწოდეთ ინფორმაცია და 2 სამუსაო დღის ვადაში დავამუშავებთ თქვენს მოთხოვნას და მაილზე გადმოგიგზავნით .

4. რა დაჯდება 3 ოთახიანი ძველი ბინის სრული რემონტი?

ძველი პროექტის სტანდარტული ფასის განსაზღვრა რთულია არსებული სიტუაციის და ნახაზის გარეშე, ამიტომ გამოგვიგზავნეთ თუ მოგეპოვებათ ასეთი ინფორმაცია გაგიკეთებთ ხარჯთაღრიცხვას , ოღონდ დაგვიზუსტეთ ასევე რა კლასის მასალებით ვარაუდობთ რემონტს, რადგან ხარჯების ძირითადი ნაწილი მასალებია და მათი ღირებულება სხვადასხვაა კლასის მიხედვით

5. მსურს ოთახის გარემონტება , კედლების გალესვა და იატაკის დაგება. ესეთ პატარა ობიექტებს თუ იღებთ ?

-სამწუხაროდ პატარაპროექტებზე არ ვმუშაობთ, მხოლოდ გასაღების ჩაბარებით (ანუ სრულად) ვარემონტებთ ბინებს, ასევე ვაშენებთკერძო სახლებს და კორპუსებს.

6. 100 კვ მ შავი კარკასის რემონტი რა დამიჯდება თქვენთან?

- რემონტის ღირებულება შავი კარკასიდან თეთრამდე ჯდება 50-60$ კვადრატულ მეტრზე, თეთრიდან დასრულებამდე 160 დან 200 დოლარამდე, ყველაფერი დამოკიდებულია ობიექტის თავისებურებებზე და თქვენს მოთხოვნებზე, მაგალითად : რომელ სართულზეა ობიექტი, გაქვთ თუ არა რაიმე დიზაინის მონახაზი, რა კონდიციამდე გსურთ მიყვანა : მინიმალური რემონტი , გასაღების ჩაბარებით პირდაპირ საცხოვრებლად რომ შეხვიდეთ - ჩაშენბული ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩათვლით, ასევე გამოყენებული მასალის ხარისხზე პირობითად არსებობს 10, 25 ან 100 ლარიანი შპალერი ერთ რულონზე, ჩვენი კლიენტები სხვადასხვა ხარისხს ირჩევენ მათი მოთხოვნების და შესაძლებლობის მიხედვით ჩვენი მხრიდან შეგვიძლია დაგითვალოთ ხარჯები კონკრეტული ობიექტის და მოთხოვნების შესაბამისად, თუ გაქვთ აზომვითი ნახაზი გადმოგვიგზავნეთ მაქსიმალური დეტალების ჩამონათვალით რისი გათვალისწინებაც გსურთ , რაზეც ყურადღებას არ მიაქცევთ ჩვენი სპეციალისტი მეილის სახით დაგისვამთ დამატებით კითხვებს მაქსიმალური სიზუსტით ხარჯების აღსაღრიცხად.

7. თუ არის შესაძლებელი რომ მე შევიძინო მასალები და თქვენ გააკეთოთ რემონტი, შავიდან სრულ რემონტამდე, არ ვგულისხმობ ავეჯს, მხოლოდ რემონტი მინდა 100 კვადრატზე?

-შესაძლებელია, მეტსაც გეტყვით ასე ვმუშაობთ მცირე შემკვეთებზე 250 კვადრატი ან ნაკლები. გაითვალისწინეთ, რომ ერთ და იგივე სავაჭრო ობიექტში მასალებს ხშირად უფრო შეღავათიანად ვიძენთ ვიდრე ფიზიკური პირები, რადგან მუდმივი კლიენტები ვართ და დიდი რაოდენობით ვუკვეთავთ სხვადასხვა ობიექტებისთვის, ასე რომ მასალების შეძენაში საგრძნობ ეკონომიას გააკეთებთ 5 დან 25 % . თუ უკვე შერჩეული გაქვთ გვეტყვით და შევამოწმებთ თუ აღნიშნულ ორგანიზაციასთან გვაქვს ფასდაკლების საშუალება ნაკლებად შეიძენთ, თუ არა და თითო პოზიციაზე მოვნახავთ საუკეთესო ფასს და ხარჯთაღრიცხვა ჩაგბარდებათ დეტალურად დიზაინს და ნახაზს რაც შეეხება , თქვენი სურვილის შემთხვევაში ჩაგწერთ მოლოდინის რეჟიმში და როგორც კი თავისუფალი იქნება აზომვითი გუნდი მოვლენ ადგილზე და ერთად გაივლით ყველა დეტალს

8. თუ შეიძლება რომ მომწეროთ თქვენი ყველა პირობა , წესები და ფასები ბინის სრულ რემონტთან დაკავშირებით?

ბინის რემონტის ფასები ბევრ სხვადასხვა რაღაცაზეა დამოკიდებული ამიტომ თუ გსურთ გადმოგიგზავნით ერთ–ერთი ბინის ხარჯთაღრიცხვას სადაც არის პირობები ჩამოწერილი და ფასები, რომ შეგექმნათ წარმოდგენა თუ როგორ ვმუშაობთ რა ტიპის მასალებს ვიყენებთ და რა არის ჩვენი ძირითადი პრინციპები.

9. შემთხვევით, ბათუმშიც ხომ არ მოღვაწეობთ?

-ამ ეტაპზე არა მაგრამ ძაან ბევრი მოთხოვნა მოდის ბათუმიდან და უნდა გადავხედოთ ჩვენს გეგმებს.

10. თქვენ მხოლოდ ბინებს არემონტებთ?

-არა მხოლოდ ბინებს, არამედ საოფისე ფართებს და კერძო სახლებსაც.

11. სანტექნიკურ სამუშაოებს თუ აკეთებთ ? წყლის ტუმბოების ამოტუმბვას?

-სანტექნიკურ სამუშაოებს ვაკეთებთ, თუმცა ყველაფერს მთლიანობაში ვაკეთებთ. ანუ მაგალითად თუ არის ნებისმიერი სივრცე და ჭირდება სრული რემონტი მაგ შემთხვევაში ვაკეთებთ.

12. მაინტერესებს თქვენს საქმიანობაში გათბობის მონტაჟი შედის?

-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე ჩვენი ჯგუფი გვყავს, მასალების მოწოდებაზე რამოდენიმე პარტნიორი გვყავს, რომლებიც არიან საქართველოს ბაზარზე შემომტანები. თუმცა ცალ–ცალკე არ ვაკეთებთ სამწუხაროდ ამ ეტაპზე მხოლოდ გათბობის ან სხვა რომელიმე სამუშაოებს, ჩვენ ვაკეთებთ მაშინ როდესაც მაგალითად შავი ან თეთრი კარკასიდან სრული სამუშაოები მისაყვანია ბოლომდე.

13. ცალკეულ სამუშაობეს თუ ასრულებთ ? მაგალითად , შპალერის გაკვრა , დეკორატიული ლესვა და ა.შ?

-სამწუხაროდ ცალკე სამუშაოებს ამ ეტაპზე არ ვაკეთებთ. მხოლოდ მთლიანად.

14. განვადება თუ გაქვთ?

- სამწუხაროდ ამ ეტაპზე განვადების შესაძლებლობა არ გვაქვს.

კონტაქტი

Address მ. ასათიანის ქ. 14, თბილისი, 0177, საქართველო Phone Number +995 577 69 49 13 Email info@actionmen.ge Facebook http://fb.com/actionmen.ge